აღნიშნული ელექტრონული ბლოგი შევქმენი საგანმანათლებლო მიზნით, რომლის გამოყენება შეუძლიათ, როგორც მასწავლებლებს, - ასევე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანია:
1. ჩემ მიერ შექმნილი რესურსები და ტესტები ხელმისაწვდომი გავხადო ყველასათვის.
2. ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვებსაც.
3. თავი მოვუყარო ჩემ მიერ შექმნილ მასალებს.
4. გავითვალისწინო მკითხველთაგან მიღებული რჩევები და ჩემი მუშაობა უფრო ნაყოფიერი, უფრო გამოსადეგი გავხადო.
ბლოგზე განთავსებულია რესურსები, ტესტები, ვიდეორესურსები. ბლოგზე ასევე შეიძლება ნახვა ჩემი აქტივობებისა პროფესიული განვითარების მიმართულებით.
ელექტრონული გვერდი მუდამ შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება ახალ-ახალი სასწავლო რესურსი.
No comments:
Post a Comment