პროექტები


ჩრდილების თეატრი 

                                                                          (პროექტის გეგმა)

სასწავლო პროექტი -  სულხან-საბა ორბელიანის

 იგავ-არაკები და ჩრდილების თეატრი

(“კეთილი გველი“, „მთიული და კაკლის ხე“, ორნი ძმანი“, მელა და წერო“)



რეფლექსია
კლასი: X
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე

პროექტის განხორციელების იდეა: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების უკეთესად შესწავლის, გაგებისა და გააზრების მიზნით, გადავწყვიტე, X კლასელი მოსწავლეებისათვის გამეცნო მარიონეტების ჩრდილების თეატრის ხელოვნების უძველესი ფორმა. ჩავთვალე, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვებოდნენ პროექტში და უფრო დიდი ინტერესით შეუდგებოდნენ სწავლას.
პროექტი აქტუალურია: მოსწავლეებისათვის სიახლეა ჩრდილების თეატრი და საინტერესო საკუთარი ხელებით პერსონაჟების შექმნა, ასევე გახმოვანება. პროექტი შემოიფარგლა არა მხოლოდ ერთი საგნის ცოდნით,  დაგვეხმარა ისტის გაკვეთილებიც.
დასახული მიზანი მიღწეული იქნა, რადგან გავითვალისწინე მოსწავლეების ცოდნა, ასაკი და შესაბამისად მივეცი დავალება. მათ ინტერნეტში  მოიძიეს ინფორმაცია, უყურეს ჩრდილების თეატრს, რის საშუალებითაც მარტივად შეძლეს საკუთარი ხელებითა და სხვადასხვა ფიგურებით სულხან-საბას იგავ-არაკების პერსონაჟების გაცოცხლება, ამოძრავება და გახმოვანება. პროექტის განხორციელება მოსწავლეების დიდი სურვილიც იყო, ისინი დამეხმარნენ პროექტის დაგეგმვაშიც, დიდი ინტერესითა და მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს. ყოველი შეხვედრის დროს ხვეწდნენ და საკუთარი ფანტაზიით ამრავალფეროვნებდნენ იგავ-არაკის პერსონაჟებს.
 პროექტი ყველაზე წარმატებული იყო მაშინ, როდესაც მოსწავლეები ცდილობდნენ ახალი პერსონაჟის ეკრანზე გამოსახვას. როცა ეს წარმატებით გამოსდიოდათ, უფრო მონდომებითა და აღფრთოვანებით აგრძელებდნენ მუშაობას. საინტერესო იყო ფინალი და დამსწრე საზოგადოების შეფასებაც.
იგავ-არაკების ჩვენება და გახმოვანება თვითგანცდაც იყო და ამიტომ ასეთი სახით იგავ-არაკების შესწავლისას მოსწავლეები უფრო ღრმად ჩასწვდნენ და გაიაზრეს სულხან-საბა ორბელიანის სათქმელი.
პერსონაჟების გამოსახვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გვჭირდებოდა დამატებით სხვა თოჯინა და საჰაერი ბუშტი, ასევე ხის ტოტები და ფოთლები. თუმცა ეს პრობლემაც ბავშვებთან ერთად სწრაფად მოვაგვარეთ.
პროექტი გეგმის მიხედვით წარიმართა, საკმარისი აღმოჩნდა მიცემული დრო - ორი კვირა. ამიტომ  პროექტის მოდიფიცირება არ დაგვჭირდა.

რას გავითვალისწინებ მომავალში: ჩრდილების თეატრს მოსწავლეებმა ინტერნეტში უყურეს. მინდოდა მათი წაყვანა ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანაში“, თუმცა ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, ეს აქტივობა რომ განმეხორციელებინა, მათი მუშაობა უფრო ხარისხიანი იქნებოდა. სხვა დროს აუცილებლად გავითვალისწინებ და მოსწავლეებს ვაჩვენებ ხელის ჩრდილების თეატრს.



No comments:

Post a Comment