სამოდელო გაკვეთილი - ლადო ასათიანი


2018 წლის 16 მაისი. IX-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე ,,ლადო ასათიანის ცხოვრება და შემოქმედება". გაკვეთილს უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ნადიბაიძე.  სამოდელო გაკვეთილი - ლადო ასათიანის ბიოგრაფია  



სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლა
ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი; წიგნიერება.
გაკვეთილის თემა: „ლადო ასათიანის ბიოგრაფია“
სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მე-9 კლასში (საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა, თემა: „ლადო ასათიანის ბიოგრაფია“). გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. ჩემ მიერ ჩტარებული სამოდელო გაკვეთილი მიზნად ისახავდა  პრიორიტეტულ გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ, წიგნიერების განვითარების ხელშეწყობას. წიგნიერება გააზრებულ კითხვასთან ერთად მოიცავს აქტიური მოსმენისზეპირმეტყველებისა და  წერითი აზროვნების უნარებს და მაქსიმალურად განავითარებს ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
                   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი დავიწყე კითხვა-პასუხის რეჟიმით. მოსწავლეებმა ამ კითხვებს გასცეს დამაჯერებელი პასუხები. შეავსეს ცხრილი: რა იცოდნენ აქამდე ლადო ასათიანის ბიოგრაფიის შესახებ და რა უნდათ გაიგონ ამ გაკვეთილიდან. შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა power point-ში წინასწარ მომზადებული  პრეზენტაცია. (I ჯგუფი-ლადო ასათიანის წინაპრები და ბავშვობა; II ჯგუფი განათლება და სამსახური; III ჯგუფი-ლადო ასათიანის ახალგაზრდობა და გარდაცვალება; IV ჯგუფი-ლადო ასათიანის სიყვარული და მეგობრები; V ჯგუფი-ლადო ასათიანის მოღვაწეობის ეპოქა და შემოქმედება).     
                   აღსანიშნავია, რომ სსსმ მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში, მათ მოეწონათ კომპიუტერტან მუშაობა და ხალისით მიიღეს პრეზენტაციის წარმოდგენაშიც მონაწილეობა.
                   ჩემი აზრით, მიზანი მიღწეული იქნა გაკვეთილზე პრეზენტაცია-მოხსენების მომზადებით. გაკვეთილიდან გამომდინარე, მოამზადეს საუკეთესო პრეზენტაციები. ჩემი დაკვირვებით, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პრეზენტაციაზე მუშაობის პროცესში, ერთმანეთს ხელს უწყობდნენ და ეხმარებოდნენ.
                    მასალის გამნტკიცების მიზნით, პრეზენტაციის შემდგომ, შევადგინეთ „დროის ცხრილი“ და შევკარით ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მასალა. ასეთი ფორმით ბიოგრაფიისა და ეპოქის შესწავლა უფრო საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. გაკვეთილიც უფრო ადვილად აითვისეს. მოსწავლეებმა, გაკვეთილის დასაწყისში  დარიგებულ ფუქცლებზე „რა ვიცი, რა მინდა გავიგო, რა გავიგე“, შეავსეს მესამე გრაფა, რითიც უფრო განიმტკიცეს ცოდნა და გამოთქვეს ინტერესი ლადო ასათიანის ცხოვრების, შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის ეპოქისადმი.
                   ვფიქრობ, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალა საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, როგორც დამსწრე კოლეგებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. ამ მასალის გამოყენება ნებისმიერ კლასშია შესაძლებელი, გნებავთ XX საუკუნის პოეტებსა და პოეზიაზე საუბრისას, თანაც მრავალგზის. მასალა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და გემოვნებით არის შერჩეული და აწვდის მრავალფეროვან, საინტერესო ინფორმაციას, რომლის საჭიროებისამებრ გამოყენებაცაა შესაძლებელი.
                   გაკვეთილის მსვლელობისას, საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე მოსწავლეთა პრეზენტაციასა და მასალის განმტკიცებას უფრო მეტი დრო დავუთმე, ვიდრე გონებრივ იერიშს, როგორც იყო გაწერილი გაკვეთილის გეგმაში.
                   გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შევაფასე განმსაზღვრელი ჯგუფური და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკით.  ვფიქრობ, უკუკავშირი კონსტრუქციულად მივეცი, მოსწავლეებმა ადვილად გაიგეს შეფასებები მოცემული რუბრიკების მიხედვით: ხალისით ჩაერთვენ შეფასების პროცესშიც. შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა (განმავითარებელი შეფასება). 
              გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა იცოდნენ ლადო ასათიანის ბიოგრაფია, გაიცნეს მისი მოღვაწეობის ეპოქა. ვფიქრობ, ისინი მეტი ინტერესით შეისწავლიან შემდგომში მის შემოქმედებას, რადგან უკვე იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ავტორის ბიოგრაფის ცოდნა მისი შემოქმედების შესასწავლად.
                   ერთ-ერთმა ჯგუფმა ვერ დაიცვა დროის ლიმიტი, რის გამოც გაკვეთილის ბოლოს ვერ მოვასწარი  დამატებითი აქტივობა (მინდოდა, მოსწავლეებს მოესმინათ ლადო ასათიანის რამდენიმე ლექსის აუდიო ჩანაწერი. ვფიქრობ, რომ ეს აქტივობა მათ მოტივაციას უფრო მეტად აუმაღლებდა). სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ და გავაკონტროლებ დროის ლიმიტს.



გაკვეთილის გეგა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თამარ ნადიბაიძე 
              
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო; IX2
მოსწავლეთა რაოდენობა: 31
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: 2
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილიწიგნიერება.
გაკვეთილის თემა: „ლადო ასათიანის ბიოგრაფია“
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეები გაეცნობიან ლადო ასათიანის ბიოგრაფიას;
·         გაეცნობიან მწერლის მოღვაწეობის ეპოქას;
·         გაიხსენებენ ლადო ასათიანის შესწავლილ ლექსებს;
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევითი უნარი.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა №1
საორგანიზაციო საკითხები:
·         მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს (სიის ამოკითხვა);
·         აცნობს გაკვეთილის მიზნებს;
·         თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამიყენებს მიზნის მისაღწევად;
·         რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს;
·         შეფასების ფორმებს; (დანართი 3, 4, 5, 6, 7)
·         კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას.

კითხვა/პასუხი.
კედელზე გაკრულია შეფასების რუბრიკა
მთელ კლასთან
პროექტორი,ეკრანი, ლეპტოპი, შეფასების რუბრიკა.
3 წთ.
2
აქტივობა №2
გონებრივი იერიში: მასწავლებელი  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს კითხვებს:
მიზანი: :  მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება, რათა მოხდეს ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელითხოვს მოსწავლეებს,  გაიხსენონ:
·        რა არის ბიოგრაფია?
·        რა არის ავტობიოგრაფია?
·        რა განსხვავებაა ბიოგრაფიასა და ავტობიოგრაფიას შორის?
·        როგორ გვეხმარება მწერლის ბიოგრაფიის ცოდნა მისი შემოქმედების შესწავლაში?
·        ლადო ასათიანის რომელ ნაწარმოებებს იცნობენ?
·         მოსწავლეებს დაურიგდებათ ფურცლები, სადაც შეძლებენ, ჩამოწერონ, რა იცოდნენ აქამდე ლადო ასათიანის ბიოგრაფიის შესახებ, რა უნდათ გაიგონ ამ გაკვეთილიდან და რისი გაგება სურთ კიდევ. ისინი შეავსებენ მხოლოდ პირველ  და მეორე გრაფას. (დანართი 1)
მოსწავლეები იხსენებენ ზოგიერთ ცნებებს: გაკულაკება, დემოკრატია, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა, პარტია, კოლმეურნეობა, ადამიანის უფლებები, სამართლებრივი სახელმწიფო..




კითხვა-პასუხი


მთელ კლასთან
სლაიდი 40. 41. ფურცელი, კალამი. (დანართი 1)
4 წთ.
3
აქტივობა №3  პრეზენტაციის წარმოდგენა. ინსტრუქცია ჯგუფებში მუშაობისთვის:
აქტივობის მიზანი : ახალი ინფორმაციის გაცნობა, მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას. მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებამდე კლასში ამზადებს 5 მაგიდას 5 ჯგუფისათვის:
 (I ჯგუფი-ლადო ასათიანის წინაპრები   და ბავშვობა; II ჯგუფი განათლება და სამსახური; III ჯგუფი-ლადო ასათიანის ახალგაზრდობა და გარდაცვალება; IV ჯგუფი-ლადო ასათიანის სიყვარული და მეგობრები; V ჯგუფი-ლადო ასათიანის მოღვაწეობის ეპოქა და შემოქმედება) თითოეული ჯგუფი წარმოადგენს power point-ში წინასწარ მომზადებულ  პრეზენტაციის.


პრეზენტაცია
ჯგუფური
ლეპტოპი, პროექტორი,  power point- ის პრეზენტაცია.


23 წთ.
4
აქტივობა №4  მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსის განხილვა.          
გონებრივი იერიში: შევაჯამებთ და   გამოვიყენებთ დროის ცხრილს.                  
აქტივობების მიზანი: სქემის შევსება დაეხმარებათ ქრონოლოგიის დანახვასა და ფაქტების თანმიმდევრობაში. (დანართი 2) მოსწავლეებმა მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ცოდნის განმტკიცება, გაღრმავება და ახალი ინფორმაციის გაცნობა. განხილვა/გამეორება/განმტკიცება.
აქტივობის აღწერა :  შევაჯამებთ ყველა ჯგუფის პრეზენტაციას, შევკრავთ და შევავსებთ სქემას - დროის ცხრილი.



ურთიერთსწავლების მეთოდი


ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა
ლეპტოპი, პროექტორი,
დაფა,            ცარცი, რვეული, კალამი, სლაიდი №34.35









7 წთ.
5
აქტივობა №5  მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში  დარიგებულ ფუქცლებზე „რა ვიცი, რა მინდა გავიგო, რა გავიგე“, სადაც შეავსებენ მესამე გრაფას, რითიც უფრო განიმტკიცებენ ცოდნეს და გამოთქვამენ ინტერესს ლადო ასათიანის ცხოვრების, შემოქმედებისა და მისი მოღვაწეობის ეპოქისადმი.
აქტივობის მიზანი : მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა :მოსწავლეები ავსებენ მესამე გრაფას. (დანართი 1)

დაკვირვება
ინდივიდუალური
მუშაობა
ფურცლები,
კალამი. (დანართი 1)
3 წთ.
6
მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება, ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი, რომელიც გაუგებარია მათთვის და ხომ არ აქვთ კითხვები? (ასეთ შემთხვევაში, სთხოვს, სახლში ჩამოწერონ შემდეგ გაკვეთილზე  განსახილველად).
 შემდეგ კი მათ ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისკენ:
აფასებს მოსწავლეებს სხვადასვხა შეფასების რუბრიკით:
·         განმსაზღვრელი შეფასება - ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
·         განმსაზღვრელი შეფასება - მიმოხილვის შეფასების რუბრიკა.
·         განმავითარებელი შეფასება - მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა.
·         განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა. (დანართი 3, 4, 5, 6, 7)

დაკვირვება
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
4 წთ.
7
საშინაო დავალებამოსწავლეებს დავალებათ ეძლევათ კლასში გაგებული ინფორმაციის საშუალებით ლადო ასათიანის მოკლე ბიოგრაფიია აღწერა.

ინსტრუქცია
მთელი კლასი
საშინაო დავალების ჩანიშვნა, რვეული, კალამი.
1 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ლადო ასათიანის ბიოგრაფია, მეტი ინტერესით შეისწავლიან შემდგომში მის შემოქმედებას.
მოსწავლეებს განუვითარდებათ სასწავლო სტრატეგიების  (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება; ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია; თხრობა; სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება; შემოქმედებითობა; თანამშრომლობა.

ესგ სტანდარტი
მოსმენა
ქართ. IX. 1.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდანსხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და .;
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმებაითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
კითხვა

წერა

ქართ. IX. 11.



დამატებითი ამოცანები თუ გაკვეთილი დაგეგმილზე ადრე დამთავრდა:
დამატებითი აქტივობა: მოსწავლეებს მოვასმენინებ ლადო ასათიანის ლექსებს.
აქტივობის მიზანი: მოტივაციის ამაღლება. სლაიდი 36, 37, 38.

დანართი 1.

ვიცი
მინდა, ვიცოდე
რა გავიგე



















      გაკვეთილის დასრულების შემდეგ გადავხედავ მოსწავლეთა პასუხებსრაც დამეხმარება მოსწალეთა საჭიროებების დადგენაში და გავითვალიწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში.


დანართი 2.
დროის ცხრილი

ლადო ასათიანი




დანართი 3.
ჯგუფური მუშაობის წესები
·         თანამშრომლობენ  ერთმანეთთან;
·         ეფექტურად  ინაწილებენ  როლებს;
·         მოსწავლეები  ითვალისწინებენ  მასწავლებლის  მითითებებს;
·         თითოეული  მოსწავლე  ჩართულია  სამუშაო პროცესში  და  გამოთქვამს  საკუთარ  მოსაზრებას;
·         ჯგუფის წევრები პასუხისმგებლები არიან ჯგუფის წარმატებაზე;
·         შეუძლიათ მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია;
·         ჯგუფის  წევრები  ეფექტურად  ცვლიან  იდეებს,  აანალიზებენ  პრობლემას  და  აკეთებენ  დასკვნას;
·         პატივს  სცემენ ერთმანეთის აზრს;
·         ხელს  უწყობენ  სხვა  ჯგუფების  ეფექტურ  მუშაობას;
·         იცავენ  დროის  ლიმიტს.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
9-10
7-8
6-7
1-4
ჯგუფში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში,ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში, თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში,დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი,დანარჩენები პასიური მსმენელები არიან
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებული აქვთ მოვალეობებიაქვთ ერთმანეთის მოსმენის  უნარიშეუძლიათ თანამშრომლობა
გადანაწილებული აქვთ მოვალეობები,  ახერხებენ თანამშრომლობას
განაწილებული აქვთ მოვალეობები,თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებენ თანამშრომლობას
არ აქვთ თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარი
დავალების პრეზენტაციის სახით წარმოდგენა
 წარმოდგენილი დავალება აზრობრივადლოგიკურად და ენობრივად  გამართულია
წარმოდგენილი დავალება აზრობრივადლოგიკურად და ენობრივად  გამართულია,თუმცა შეინიშნება ენობრივი ხარვეზები
დავალება სერიოზული ხარვეზებითაა წარმოდგენილი
წარმოდგენილი დავალება გაუმართავია
დროის ლიმიტი
სრულად იცავენ დროის ლიმიტს
 იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
არ  იცავენ დროის ლიმიტს
   
დანართი 4.
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა
აქტიურიაკონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
აქტიურიამაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
პერიოდულად ერთვებამაგრამ არანაყოფიერად
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველებ
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს

არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს და უჭირს გამართულად საუბარი
ზრების დამოუკიდებლადგამოთქმა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრიდამაჯერებელიარგუმენტირებული
გამოთქვამს საკუთარ აზრებსმაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
კონცენტრირება სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულიასამუშაოზე
ძირითადად კონცენტრირებულიასამუშაოზე
ცდილობს კონცენტრირებასმაგრამ ხშირად ეფანტება გონება
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებსაანალიზებს და კორექტულია
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენსმაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
არ უსმენს სხვების აზრებსდა აწყვეტინებს

დანართი 5.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


შენიშვნა     1.  ხარვეზები მნიშვნელოვანია, თუ მართლზომიერად შესრულებულია  სამუშაოს არაუმეტეს 60%.
          2. ხარვეზები მცირედია, თუ მართლზომიერად შესრულებულია სამუშაოს   არანაკლებ 80%.

დანართი 6.
მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
ინდიკატორები
ყოველთვის
ზოგჯერ
არასოდეს
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ;



როცა სხვა ლაპარაკობს ვუსმენ ყურადღებით;



განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ;



დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ;



ვიცავ დროის ლიმიტს.






დანართი 7.
თვითშეფასება
კრიტერიუმები
ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

·         მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.



·         გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ.



·         საკმარისი მასალა მქონდა შეგროვილი ახალი მასალის ასახსნელად.



·         მოსწავლეებს მივეცი საშუალება, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება.



·         გაკვეთილის მსვლელობისას დრო სწორად გადავანაწილე.



·         საგაკვეთილო პროცესში სწორად შევარჩიე აქტივობები და მეთოდები.



შენიშვნა:


დანართი 8.
სახელმძღვანელო: ქართილი ენა და ლიტერატურა IX კლასი (ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი)
დამატებითი მასალა:ნიკა აგიაშვილის „ჭაბუკები დარჩნენ მარად“, მედეა ასათიანის „მოგონებები ოჯახზე“, კომპანია „ქარტული ტელეფილმის“ დოკუმენტური ფილმი „ლადო ასათიანი“ (სცენარი: თამაზ ტყემალაძე, ზურაბ ბუიღლიშვილი).

მასწავლებელი ყველა აქტივობის პარალელურად მუშაობს;
ხელმოწერა: თამარ ნადიბაიძე

თარიღი:

1 comment:

  1. ამ გაკვეთილზე ძალიან ბევრი რამ შევიტყვე ახალი. ეტყობა, რომ ბევრი იშრომეს მასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც. მადლობა ყველას...

    ReplyDelete