სულხან-საბას "სოფლის მაშენებელნი"



სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნის და გამოყენების რეფლექსია
რესურსის სახელწოდება: სულხან-საბა ორბელიანის „სოფლის მაშენებელნი“
კლასი: X
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
       სულხან-საბა ორბელიანის „სოფლის მაშენებელნი“ რესურსი მე და ჩემმა მეათე და მეთერთმეტე კლასელმა მოსწავლეებმა ერთად გავაკეთეთ.  მეათე კლასელმა ნუკა გელაშვილმე დახატა ამ იგავ-არაკის ეპიზოდები. შემდეგ სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მეთერთმეტე კლასელმა შორენა დონაძემ ჩაწერა ხმა და  მეტერთმეტე კლასელმა გიგი გამეზარდაშვილმა, ალექსანდრე ასატრიანმა და მე კომპიუტერულად დავამუშავეთ და ავაწყეთ ფოტოები, შემდგომ Windows Movie macker, Sony Vegas pro -პროგრამების დახმარებით ავაწყეთ ფილმად, დავადეთ ხმა და მუსიკა,  რომელიც ავტვირთეთ

      რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი:

ქართ. X. 3.

·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას
·         მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას

ქართ. X. 5.

 ქართ. X.8.                                                                                                                        
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა                                     
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
·         აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.

ქართ. X. 9.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
·         თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე;
·         განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;
ქართ. X.10.
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·         შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება, გაანალიზება;
·         შესასწავლი საკითხისადმი პოზიტიური განწყობ;
·         მოსწავლის შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესება;
·         ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა;
·         ხალისით ასრულებენ დავალებას.

4.    რა დადებითი გავლენა ჰქონდა  რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე:
რესურსის გამოყენებისას საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო საინტერესო, ეფექტური, აზრტული, სახალისო, რაც მეხმარება მოსწავლეთა მოტივირებასა და აქტიურ ჩართულობაში. ისინი ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.
მსგავსი ტიპის რესურსის შექმნა შეუძლიათ უცხოური ენების მასწავლებლებსაც. მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებელმა გააკეთოს მსგავსი რესურსი ეზოპეს იგავ-არაკებზე ან აჩვენოს ეს რესურსი და ათარგმნინოს.
5.    მიღწეული შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს შესასწავლი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით უფრო გაიღრმავეს ცოდნა.
6.    რესურსი არის:
·         ადვილად დასამზადებელი;
·         ხელმისაწვდომი;
·         უსაფრთხო;
·         არ არის ძვირი;
·         შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.


No comments:

Post a Comment