სამოდელო გაკვეთილის
რეფლექსია
ქართული ენისა ლიტერატურის
მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე
გაკვეთილის
ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი;
გაკვეთილის თემა: „ყმაწვილი
უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო...“ (სწავლა-აღზრდის პრობლემა)
სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მე-101 კლასში (საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა, თემა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო...“
(სწავლა-აღზრდის პრობლემა). გაკვეთილი წარიმართა წინასწარ
შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. ჩემ მიერ ჩტარებული
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი; მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე ცნებას შორის და გამოაქვს დასკვნა და ა.შ.
ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება, მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება და ა.შ;
ვინაიდან პრობლემის
გადაჭრა ეფუძნება წინარე ცოდნას, გაკვეთილი დავიწყე კითხვა-პასუხის
რეჟიმით. დაისვა ისეთი შეკითხვები, რომლებიც მოითხოვდა დასაბუთებასა და მტკიცებულების
მოყვანას, რომლებიც უბიძგებდა კრიტიკული აზროვნებისაკენ. მოსწავლეებმა ამ კითხვებს გასცეს დამაჯერებელი პასუხები.
შემდეგ განვიხილეთ პრობლემა, რომელიც საკმაოდ აქტუალურია მოსწავლეებში და აღძრავს ინტერესს.
ჩვენი პრობლემა - სწავლა-არზრდა, შეესაბამება რეალობას, იძლევა ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას.
კლასში იყო კომფორტული, თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, რომ მოსწავლეებს თავისუფლად
გამოეხატათ საკუთარი აზრი. აქტივობით „თანაგანცდა“ მოსწავლეებმა უკეტ შეიგრძნეს გაკვეთილის
არსი და ორივე მხრიდან შეხედეს პრობლემას. თანამშრომლობითი სწავლების წახალისების მიზნით,
მოსწავლებლები დავყავი ოთხ ჯგუფად და თითოეულს მივეცი დავალება: (I ჯგუფი - მისაღებია თუ
არა თქვენთვის ლეონისეული აღზრდის მეთოდი (მტკიცებულება-არგუმენტი); II ჯგუფი - „სიბრძნე
სიცრუისაში“ წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა; III ჯგუფი - „სწავლა მოსწავლეთაში“
წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა; IV ჯგუფი - დამისახელეთ სამი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ემსახურება
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას და რა როლი ეკისრება თითოეულ მათგანს?) ამ დავალებამ
ხელი შეუწყო მოსწავლეთა შორის აზრთა ურთიერთგაცვლასა და სხვისი მოსაზრების გათვალისწინებას.
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი პრეზენტაცია.
ამ პროცესში გამოვიყენე გონებრივი იერიში,
რომელმაც უბიძგა მრავალი საინტერესო იდეის ჩაამოყალიბებისაკენ. შემდეგ მათ ვაჩვენე
მშობლების მიერ ბავშვის აღზრდისას
გამოყენებული ოთხი მეთოდი: ავტორიტეტული, ავტორიტარული,
ლიბერალური, ინდიფერენტული. მოსწავლეებმა ჯგუფებში გააანალიზეს, რამაც ცხადყო, რომ
ავტორიტეტულად აღზრდილი ბავშვები არიან ტოლერანტები, ინელექტუალები, გამოირჩევიან პასუხისმგებლობის
გრძნობით, კარგი კომუნიკაციური უნარებით. ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ
ცოდნა და განათლება არის იარაღი რომელიც პიროვნების განვითარებისთვისაა აუცილებელი
და ქვეყანასაც სასიკეთოდ წაადგება.
ჩემი
აზრით, მიზანი მიღწეული იქნა. ჩემი დაკვირვებით, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული
პრეზენტაციაზე მუშაობის პროცესში, ერთმანეთს ხელს უწყობდნენ და ეხმარებოდნენ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბილეთები,
რაც თვითშეფასებაშიც დაეხმარა მათ.
ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ შერჩეული
გაკვეთილის თემა, რადაგნ აქტუალური იყო და არის დღესაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
და საინტერესო იყო ამ თემაზე მოსწავლეთა მოსაზრება.
გაკვეთილის მსვლელობისას,
საგაკვეთილო პროცესიდან და ბვშვების დიდი ინტერესიდან
გამომდინარე აღმოვაჩინე, რომ 45 წუთი არ იყო საკმარისი და უფრო საინტერესო იქნებოდა,
თუ ჩავატარებდი შეწყვილებულ გაკვეთილს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი - ჯგუფური, განმსაზღვრელი - საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის
რუბრიკით. ვფიქრობ, უკუკავშირი კონსტრუქციულად მივეცი, მოსწავლეებმა ადვილად გაიგეს
შეფასებები მოცემული რუბრიკების მიხედვით: ხალისით ჩაერთვენ შეფასების პროცესშიც. შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა, გასასვლელი ბილეთები (განმავითარებელი შეფასება).
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი მოსაზრება, რომ სწავლა
აუცილებელია და მათი აღმზრდელებიც გულმოდგინედ ცდილობენ მათ აღზრდას.
სამომავლოდ
აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, პრეზენტაციამდე
ყველა ჯგუფმა გააკრას თავიანთი შექმნილი საპრეზენტაციო მასალა, რადგანაც გაკვეთილმა
აჩვენა, რომ სანამ ერთი ჯგუფი აკეთებდა შეფასებას, მეორე მაინც აგრძელებდა მუშაობას.
ეს კი არ იყო სამართლიანი.
გაკვეთილის გეგა
მასწავლებლის სახელი, გვარი: თამარ ნადიბაიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო; X1
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: 0
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის თემა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო...“ (სწავლა-აღზრდის პრობლემა)
გაკვეთილის მიზანი:
- მოსწავლეები გაიგებენ თუ რა როლი ეკისრება პიროვნების ჩამოყალიბებაში აღზრდას,;
- გაეცნობიან სწავლა-აღზრდის პრინციპებს „სიბრძნე სიცრუისასა“ და დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით;
- იმსჯელებენ, თუ რა როლი ენიჭებოდა ტახტის მემკვიდრის აღზრდას შუა საუკუნეებში, დაუკავშირებენ რეალურ, დღევანდელ აღზრდის სისტემას;
- გამართავენ დისკუსიას, იმსჯელებენ აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით;
- გაიაზრებენ პრობლემას და მონახავენ ალტერნატიულ გზებს;
- შეძლებენ, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი;
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა №1
საორგანიზაციო საკითხები:
კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკას. (დანართი 1, 2, 3, 4, 5)
|
კითხვა/პასუხი.
კედელზე გაკრულია შეფასების რუბრიკა
|
მთელ კლასთან
|
შეფასების რუბრიკა.
|
2 წთ.
|
2
|
აქტივობა №2 გონებრივი იერიში:
წინაპირობა: მოსწავლებს შესწავლილი აქვთ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“, სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.
მათ იციან:
სასწავლო პროცესი იწყება მოსწავლეებისათვის აქტუალური პრობლემის განხილვით, რომელიც ინტერესს აღძრავს მათში.
გონებრივი იერიში: მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით სვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს განსახილველი საკითხის ირგვლივ.
მიზანი: : მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, მოტივაციის ამაღლება, რათა მოხდეს ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის ხელშეწყობა.
აქტივობის აღწერა : მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ:
|
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
|
ფურცელი, კალამი.
|
10 წთ.
|
3
|
აქტივობა №3 თანაგანცდა (მოცემული სიტუაციის უკეთ გააზრებისათვის)
აქტივობების მიზანი: უკეთ შეიცნონ ტექსტში აღწერილი ამბავი, მოსწავლეებმა მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ცოდნის განმტკიცება, გაღრმავება. განხილვა/გამეორება/განმტკიცება.
აქტივობის აღწერა : წარმოიდგინეთ თავი ჯუმბერის ადგილზე და ობიექტურად აღწერეთ თქვენი გრძნობები.
(როგორ იგრძენით თავი, იყავით თუ არა აღელვებული, შეწუხებული, მოწყენილი, იმედგაცრუებული, დამცირებული, შერცხვენილი, მოწყენილი, გაბრაზებული. ისაუბრეთ პირველ პირში (მაგალითად: ,,მე ამ სიტუაციაში თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი:..) ამიტომ რა გააკეთეთ, როგორ მოიქეცით?)
|
ურთიერთსწავლების მეთოდი
|
ჯგუფური და ინდივიდუალური
|
სახელმძღვა ნელო
|
5 წთ.
|
4
|
აქტივობა №4 ჯგუფური მუშაობა. ინსტრუქცია ჯგუფებში მუშაობისთვის. (დანართი 6)
აქტივობის მიზანი : საკუთარი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვა, პრობლემის გააზრება და ალტერნატიული გზების მოძიება, მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის დაწყებამდე მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მისცემს დავალებას. (წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე) I ჯგუფი - მისაღებია თუ არა თქვენთვის ლეონისეული აღზრდის მეთოდი (მტკიცებულება-არგუმენტი); II ჯგუფი - „სიბრძნე სიცრუისაში“ წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა; III ჯგუფი - „სწავლა მოსწავლეთაში“ წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა; IV ჯგუფი - დამისახელეთ სამი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ემსახურება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას და რა როლი ეკისრება თითოეულ მათგანს? (ოჯახი, სკოლა, საზოგადოება)
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
ფლივჩარტი, მარკერი, პრეზენტაცია
|
17 წთ.
|
5
|
აქტივობა №5 მოსწავლეთა თვითშეფასება გასასვლელი ბილეთებით.
აქტივობის მიზანი: მასალის განმტკიცება და პრობლემის გადაჭრა.
აქტივობის აღწერა: მასალის შეჯამების მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვებს:
და აჩვენებს მოსწავლეებს მშობლების მიერ ბავშვის აღზრდისას გამოყენებულ ოთხ მეთოდს: ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლიბერალური, ინდიფერენტული (დანართი 7)
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას, რომ ცოდნა და განათლება არის იარაღი რომელიც პიროვნების განვითარებისთვისაა აუცილებელი და ქვეყანასაც სასიკეთოდ წაადგება.
|
დაკვირვება
|
ჯგუფური/
ინდივიდუალური
მუშაობა
|
თაბახის ფურცლები,
კალამი. (დანართი 1)
|
4 წთ.
|
6
|
აქტივობა №6 მოსწავლეებს დაურიგდებათ გასასვლელი ბილეთი.
აქტივობის მიზანი : მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა :მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთს თვითშეფასებისათვის.(დანართი 4)
|
დაკვირვება
|
ინდივიდუალური
მუშაობა
|
გასასვლელი ბილეთი
კალამი. (დანართი 4)
|
3 წთ.
|
7
|
რეფლექსია:
მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება, ხომ არ დარჩა ბუნდოვანი საკითხი, რომელიც გაუგებარია მათთვის და ხომ არ აქვთ კითხვები? (ასეთ შემთხვევაში, სთხოვს, სახლში ჩამოწერონ შემდეგ გაკვეთილზე განსახილველად).
შეფასება:
შემდეგ კი მათ ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისაკენ:
აფასებს მოსწავლეებს სხვადასვხა შეფასების რუბრიკით:
|
დაკვირვება
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
|
3 წთ.
|
8
|
საშინაო დავალება: დაწერეთ ესე: ვაჟას წერს: „ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზრდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე. ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშის გულში ცოტ-ცოტობით იზრდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია“.- არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით. (წინასწარ ამობეჭდილ ბარათებზე ესეს პირობა დაურიგდებათ ბავშვებს).
|
ინსტრუქცია
|
მთელი კლასი
|
საშინაო დავალების ჩანიშვნა, რვეული, კალამი.
|
1 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე დაფიქრდებიან, განსჯისა და მსჯელობის უნარი ჩამოუყალიბდებათ, დაარწმუნდებიან, რომ მომავალი თაობის აღზრდა რთული პროცესია, აღმზრდელის როლი მნიშვნელოვანი. სწავლა კი ისეთი საუნჯე და განძია, რომელიც ყველა დროში ფასობს. მოსწავლეებს განუვითარდებათ სასწავლო სტრატეგიების (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება; ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია; თხრობა; სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება; შემოქმედებითობა; თანამშრომლობა.
ესგ სტანდარტი
მოსმენა
ქართ.X.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო დასასკოლო დისკუსიებში:
- დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
- მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
- მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
- იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად:
ქართ.X.2. კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაქტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ნორმებს;
- კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.
კითხვა
ქართ .X.7. მოსწავლე განასხვავებს ტექსტშიფაქტობრივ,კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას:
- ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
ქართ.X.9.მოსწავლე კითხულობს და ანალიზებსსხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს:
- განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას.
- განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;
- აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
ქართ.X.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება:
- იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის;
- მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.
წერა;
ქართ.X.15. მოსწავლეს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე:
- გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;
- წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს;
- მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.
შენიშვნა:
დამატებითია ქტივობა, თუ გაკვეთილი დაგეგმილზე ადრე დამთავრდა:
დამატებითი აქტივობა: გავავლებთ პარალელებს სხვა ავტორების: შოთა რუსთაველის,- ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რეზო ინანიშვილის, მარკ ტვენის - შემოქმედებასთან.
აქტივობის მიზანი: მოტივაციის ამაღლება.
დანართი 1.
ჯგუფური მუშაობის წესები
- ეფექტურად ინაწილებენ როლებს;
- თანამშრომლობენ ერთმანეთთან;
- მოსწავლეები ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებებს;
- თითოეული მოსწავლე ჩართულია სამუშაო პროცესში და გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
- ჯგუფის წევრები პასუხისმგებლები არიან ჯგუფის წარმატებაზე;
- შეუძლიათ მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზაცია;
- ჯგუფის წევრები ეფექტურად ცვლიან იდეებს, აანალიზებენ პრობლემას და აკეთებენ დასკვნას;
- პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს;
- ხელს უწყობენ სხვა ჯგუფების ეფექტურ მუშაობას;
- იცავენ დროის ლიმიტს.
ჯგუფის შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად თანაბრად იყო განაწილებული
|
სამუშაო ორგანიზებული იყო ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები თანაბრად იყო გადანაწილებული
|
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
|
სამუშაო ორგანიზებული არ იყო. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურად და თანაბრად მუშაობს
|
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს
|
ჯგუფის წევრები არ მუშაობს,არ შეინიშნება თანამშრომლობა
|
დანართი 2.
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა
|
აქტიურია, კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
|
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
|
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს და უჭირს გამართულად საუბარი
|
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
|
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
|
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
კონცენტრირება სამუშაოზე
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
|
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
|
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
|
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია
|
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობა იყოს კორექტული
|
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქცია
|
არ უსმენს სხვების აზრებს, და აწყვეტინებს
|
დანართი 3.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
დანართი 4
თვითშეფასება (გასასვლელი ბილეთი)
გაკვეთილზე მე ვიყავი
|
აქტიური ☐ პასიური ☐
|
ჩემი მუშაობით მე
|
კმაყოფილი ვარ ☐ არა ვარ კმაყოფილი ☐
|
გაკვეთილი ჩემთვის იყო
|
საინტერესო ☐ მოსაწყენი ☐
|
გაკვეთილზე მე
|
დავიღალე ☐ არ დავიღალე ☐
|
გაკვეთილის თემა ჩემთვის იყო
|
გასაგები ☐ გაუგებარი ☐ ნაწილობრივ გაუგებარი ☐
|
საშინაო დავალება ჩემთვის არის
|
ადვილი ☐ რთული ☐ ნაწილობრივ რთული ☐
|
გაკვეთილის დასრულების შემდეგ გადავხედავ მოსწავლეთა პასუხებს, რაც დამეხმარება მოსწალეთა საჭიროებების დადგენაში და გავითვალისწინებ მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში.
დანართი 5.
თვითშეფასება
კრიტერიუმები
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასდროს
|
| |||
| |||
| |||
| |||
| |||
|
დანართი 6.
I ჯგუფი - მისაღებია თუ არა თქვენთვის ლეონისეული აღზრდის მეთოდი (მტკიცებულება-არგუმენტი);
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
II ჯგუფი - „სიბრძნე სიცრუისაში“ წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა;
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
III ჯგუფი - „სწავლა მოსწავლეთაში“ წარმოდგენილი საკითხი და თანამედროვეობა;
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
IV ჯგუფი - დამისახელეთ სამი უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ემსახურება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას და რა როლი ეკისრება თითოეულ მათგანს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 7.
აღზრდის სტილი — მშობლების მიერ ბავშვის აღზრდისას გამოყენებული მეთოდი.
ავტორიტეტული — აყალიბებს მჭიდრო და ეფექტურ კავშირს მშობელსა და შვილს შორის. მშობლები ბავშვებს აკონტროლებენ, მოითხოვენ საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმებისადმი შესატყვისობას , თუმცა ბავშვების ინდივიდუალურობასა და დამოუკიდებლობასაც აღიარებენ, აღზრდის პროცესში ბავშვები არ არიან მოკლებულნი სითბოსა და მზრუნველობას.
ავტორიტარული — მშობლები ბავშვებს აკონტროლებენ, ითხოვენ დისციპლინირებულობასა და საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმებისადმი შესატყვისობას, ნაკლებად გამოხატავენ სითბოს და ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურობას.
ლიბერალური (მომთმენი) — ბავშვების დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურობას დიდ ყურადღებას უთმობენ, მათ სითბოთი და მზრუნველობით ზრდიან, თუმცა კონტროლი სუსტია და მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების სწავლებას.
ინდიფერენტული (უყურადღებო) — მშობლები ბავშვების ინდივიდუალურობასა და დამოუკიდებლობას ყურადღებას არ აქცევენ, აღზრდის პროცესში ბავშვები მოკლებულნი არიან სითბოსა და მზრუნველობას. მშობლები მათ არ აკონტროლებენ, არც დისციპლინირებულობას მოითხოვენ და საზოგადოებაში არსებული ქცევის ნორმების ათვისებაც არ ხდება.
მასწავლებელი ყველა აქტივობის პარალელურად მუშაობს;
დანართი 8.
სახელმძღვანელო: ქართილი ენა და ლიტერატურა X კლასი (ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი)
დამატებითი მასალა: ილია ვჭავაძის „სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე“, გლახის ნაამბობი“, აკაკი წერეთლის „მასწავლებელი და მოსწავლე“, „ჩემი თავგადასავალი“, ვიქტორ ჰიუგო „გავროში“ (ნაწყვეტი-მოხუცისა და მონპარნასის საუბარი), მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ნაწყვეტი), ვაჟა-ფშაველას „ფაქტები მწერლის ბიოგრაფიიდან“.
მასწავლებელი ყველა აქტივობის პარალელურად მუშაობს;
ხელმოწერა: თამარ ნადიბაიძე
თარიღი:
No comments:
Post a Comment