სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული
რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია
კლასი: VIII
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე
1
|
ჩემ მიერ წარმოდგენილი რესურსის სათაური.
|
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება - VIII კლასის სახელმძღვანელოში (ქართული
ენა და ლიტერატურა - ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი) არის
ასეთი თავი - რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა და ისწავლება ფაქტები მწერლის შემოქმედებიან
(ვაჟა-ფშაველა), გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი,
ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად. ამ მასალამ გადამაწყვეტინა, შემექმნა ისეთი რესურსი, რომელიც ბიოგრაფიის შესწავლას
უფრო საინტერესოს გახდიდა. ამ რესურსის გამოყენებამ მომცა უკუკავშირი მოსწავლეებისაგან:
ისინი დაინტერესდნენ, გააქტიურდნენ და ყველანი ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში.
|
2
|
რა საგანმანათლებლო მიზანს
ემსახურება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი
|
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა
და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის
მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური
დასკვნა;
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს
ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
·
დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის
შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ
კავშირებს;
·
აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის
მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება.
მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს
სოციალურ-კულტურულ გარემო
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება.
მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს
სოციალურ-კულტურულ გარემო
|
3
|
რამ განაპირობა ამ კონკრეტული რესურსის შერჩევა.
|
·
მარტივად
შეისწავლონ მწერლის ბიოგრაფია.
·
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·
შეძლონ სწრაფად აზროვნება,
დაკვირვება, გაანალიზება.
·
შესასწავლი
საკითხისადმი პოზიტიური განწყობა და დასწავლის პროცესის გამარტივება;
·
მოსწავლის
როგორც ინელექტუალური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესება;
·
მოსწავლეთა
აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
|
4
|
რა დადებითი გავლენა
ჰქონდა რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების
სწავლის პროცესზე.
|
რესურსის ამ სახით გამოყენება გაცილებით საინტერესო,
გასაგები და ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, ინტერესით ელოდებოდნენ ყოველ
მომდევნო სლაიდს. ცდილობდნენ, ყურადღებით მოესმინათ და დაემახსოვრებინათ ინფორმაცია,
აკეთებდნენ მოკლე ჩანაწერებს.
|
5
|
სასწავლო რესურსის გამოყენების
არეალი
|
წარმოდგენილი მასალა საინტერესო
ინფორმაციას შეიცავს მოსწავლეებისათვის. ამ მასალის გამოყენება ნებისმიერ კლასშია
შესაძლებელი, გნებავთ XIX საუკუნის მწერლობასა და პოეზიაზე საუბრისას, თანაც მრავალგზის.
მასალა დიდი მონდომებით, სიყვარულითა არის შერჩეული და აწვდის მრავალფეროვან, საინტერესო
ინფორმაციას, რომლის საჭიროებისამებრ გამოყენებაცაა შესაძლებელი. რესურსი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა
საგნის მასწავლებლებმა, მაგალითად: უცხოური
ენების გაკვეთილზე. მათაც შეუძლიათ ააწყონ
ინგლისურად, რუსულად ავტორთა ბიოგრაფიები.
|
6
|
მიღწეული შედეგები
|
მოსწავლეებმა შეძლეს
შესასწავლი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. მარტივად შეისწავლეს ამ სლაიდებით ვაჟას
ბიოგრაფია და უფრო დიდი მონდომებით შეუდგნენ მისი შემოქმედების შესწავლას.
|
|
რესურსი არის:
|
·
ადვილად დასამზადებელი;
·
ხელმისაწვდომი;
·
უსაფრთხო;
·
არ არის ძვირი;
·
შეიძლება მისი მრავალჯერადი
გამოყენება.
|
No comments:
Post a Comment