სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია
კლასი: IXსაგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე
1 ჩემ მიერ წარმოდგენილი რესურსის სათაური. ლადო ასათიანის ბიოგრაფია - გადავწყვიტე, შემექმნა ასეთი რესურსი, რომელიც ბიოგრაფიის შესწავლას უფრო საინტერესოს, სახალისოსა და ადვილს გახდიდა. რესურსი ეფექტურია ჯგუფური მუშაობის დროსაც. მასალა დავყავი ნაწილებად: ოჯახი, ბავშვობა, სწავლა, მეგობრები, თბილისი, ავადმყოფობა და გარდაცვალება. კლასიც დავყავი ჯგუფებად და მივეცი დასაწერად ეს მონაკვეთები. შემდეგ დროის ცხრილით შევკარით მასალა. ამ ფორმით რესურსის გამოყენებამ მომცა უკუკავშირი მოსწავლეებისაგან: ისინი დაინტერესდნენ, გააქტიურდნენ და ყველანი ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. სახლში კი დავალებად მივეცი ამ რესურსის უფრო ვრცელი ფორმა სანახავად. https://www.youtube.com/watch?v=rlp_ffy60ig (შესაძლებელია, რესურსის სხვაგვარი გამოყენებაც: ვაჩვენო რესურსი და შემდეგ შევავსებინო კროსვორდი, სადაც იქნება კითხვები ამ მასალიდან).
2 რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
• მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
• ამოიცნობს ზეპირ მოხსენებაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ თვალსაზრისსა და არგუმენტებს და შეაფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
ქართ. IX.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
• აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
ქართ. IX. 8. • მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებავრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
• სწორად იგებს და სათანადოდ იყენებს იმ მინიშნებებსა და დამატებით ინფორმაციას, რომლებიც გადმოცემულია სათაურის, ილუსტრაციების, ცხრილების, სქემების, განსხვავებული შრიფტის საშუალებით;
• აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის;
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
• წერისას ითვალისწინებს აუდიტორიის ასაკობრივ, სოციალურ, კულტურულ და სხვა თავისებურებებს;
• სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათს მოთხოვნებსა და ინტერესებს;
3 რამ განაპირობა ამ კონკრეტული რესურსის შერჩევა.
• მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
• შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება, გაანალიზება.
• შესასწავლი საკითხისადმი პოზიტიური განწყობა და დასწავლის პროცესის გამარტივება;
• მოსწავლის როგორც ინელექტუალური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესება;
• მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
• ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა;
4 რა დადებითი გავლენა ჰქონდა რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე. რესურსის ამ სახით გამოყენება გაცილებით საინტერესო, გასაგები და ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, ინტერესით ელოდებოდნენ ყოველ მომდევნო სლაიდს. ცდილობდნენ, ყურადღებით მოესმინათ და დაემახსოვრებინათ ინფორმაცია, აკეთებდნენ მოკლე ჩანაწერებს.
5 სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი წარმოდგენილი მასალა საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მოსწავლეებისათვის. ამ მასალის გამოყენება ნებისმიერ კლასშია შესაძლებელი, გნებავთ XX საუკუნის პოეტებსა და პოეზიაზე საუბრისას, თანაც მრავალგზის. მასალა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და გემოვნებით არის შერჩეული და აწვდის მრავალფეროვან, საინტერესო ინფორმაციას, რომლის საჭიროებისამებრ გამოყენებაცაა შესაძლებელი. რესურსი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, მაგალითად: უცხოური ენების გაკვეთილზე. მათაც შეუძლიათ ააწყონ ინგლისურად, რუსულად ავტორთა ბიოგრაფიები
6 მიღწეული შედეგები მოსწავლეებმა შეძლეს შესასწავლი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. მარტივად შეისწავლეს ამ სლაიდებითა და დროის ცხრილით ლადო ასათიანის ბიოგრაფია.
7 რესურსი არის:
• ადვილად დასამზადებელი;
• ხელმისაწვდომი; • უსაფრთხო;
• არ არის ძვირი;
• შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.
No comments:
Post a Comment