მსახური ღვთისა და კაცისა













სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია
მსახური ღვთისა და კაცისა
კლასი: IX
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ნადიბაიძე

1
ჩემ მიერ წარმოდგენილი  რესურსის სათაური.
მსახური ღვთისა და კაცისა -  IX კლასში გაბრიელ ეპისკოპოსის შესწავლის დროს, ერთობლივად გადავწყვითეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა გავეკეთებინა პრეზენტაცია და შეგვექმნა რესურსი.  მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავა. მათ მიზნად დაისახეს ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც შემდგომ სხვა კლასებსაც გამოადგებოდათ. მიზანმა გაამართლა, ისინი დაინტერესდნენ, გააქტიურდნენ და ყველანი ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. ამ ბმულზე ჯგუფის ლიდერი შესანიშნავად ხსნის რესურსის შექმნის იდეასა და შესაძლებლობას. https://www.youtube.com/watch?v=lyXGHRR93GA

2
რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი
 ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;

3
რამ განაპირობა ამ კონკრეტული  რესურსის შერჩევა.
  • გაიაზრონ, რომ პრეზენტაციაზე მუშაობით მათაც შეიძლება, შექმნან თანატოლებისათვის სასარგებლო პროდუქტი დაგაიაზრონ,  რამდენად საჭიროა მათ მიერ შექმნილი რესურსი სხვებისთვის.
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·         შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება, გაანალიზება.
·         შესასწავლი საკითხისადმი პოზიტიური განწყობა და დასწავლის პროცესის გამარტივება;
·         მოსწავლის როგორც ინელექტუალური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესება;
·         მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
·         ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა;
4
რა დადებითი გავლენა ჰქონდა  რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე.
მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდნენ გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებით, რადგან რესურსის საშუალებით უფრო მეტი ინფორმაცია გაიგეს. შეეცადნენ დამატებით მოეძიათ ინფორმაცია. ვფიქრობ, ასეთი რესურსის შექმნა მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას.  რადგან რესურსი მათი შექმნილი იყო, უფრო დიდი სიყვარულითა და მონდომებით უსმენდნენ და სწავლობდნენ.

5
სასწავლო რესურსის გამოყენების არეალი
წარმოდგენილი მასალა საინტერესო ინფორმაციას შეიცავს მოსწავლეებისათვის. მასალა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და გემოვნებით არის შერჩეული და აწვდის მრავალფეროვან, საინტერესო ინფორმაციას.
რესურსი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა,  მაგალითად: უცხოური ენების გაკვეთილზე. მათაც შეუძლიათ ააწყონ  ინგლისურად, რუსულად გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების დეტალები.
6
მიღწეული შედეგები
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეძლეს შესასწავლი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა.

რესურსი არის:

·         არ არის რთულად დასამზადებელი;
·         ხელმისაწვდომი;
·         უსაფრთხო;
·         არ არის ძალიან ძვირი;
·         ფრთხილად მოხმარების შემთხვევაში შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.





No comments:

Post a Comment