აფორიზმობანა




სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, სასწავლო ელექტრონული რესურსის შექმნისა და გამოყენების რეფლექსია
კლასი: VIII-IX-X
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

1
ჩემ მიერ წარმოდგენილი  რესურსის სათაური
ლოტო - „აფორიზმობანა“ (მოსწავლეებთან ერთად გავაკეთე ლოტო. ერთი ბარათი შეიცავს ათ აფორიზმს. აფორიზმს აკლია დასაწყისი, დასასრული ან შუა ნაწილი, რომლებიც კუბიკებზე გვაქვს მოთავსებული და ხურჯინში ჩაყრილი. ყოველი კუბიკის ამოღების შემდეგ, მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომელი აფორიზმის ნაწყვეტია და შეავსოს თავისი ლოტოს ბარათი.) ეფექტურია ჯგუფური მუშაობის დროსაც.
2
რა საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება ჩემ მიერ შექმნილი რესურსი
ქართ.VIII.1.
 ქართ.VIII.5.

მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე                                                                                        ქართ. VIII. 9.

მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება                                                          ქართ. IX. 1.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე

 

3
რამ განაპირობა ამ კონკრეტული  რესურსის შერჩევა.
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
·         გავიხსენოთ და განვამტკიცოთ  წინა წლებში ნასწავლი აფორიზმები;
·         შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება, გაანალიზება.
·         შესასწავლი საკითხისადმი პოზიტიური განწყობა და დასწავლის პროცესის გამარტივება;
·         მოსწავლის როგორც ინელექტუალური, ასევე შემოქმედებითი მიღწევების გაუმჯობესება;
·         მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
·         ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა;
4
რა დადებითი გავლენა ჰქონდა  რესურსის ამ სახით გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცესზე.
რესურსის ამ სახით გამოყენება გაცილებით საინტერესო, გასაგები  და ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, ინტერესით ელოდებიან ყოველი მომდევნო კუბიკის ხურჯინიდან ამოღებასა და წაკითხვას. ცდილობენ, ყურადღებით მოისმინონ ამოკითხული ნაწყვეტი. დასრულების შემდეგ ცდილობენ, ახსნან და განმარტონ აფორიზმების მნიშვნელობა.
 რესურსი შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა,  მაგალითად: უცხოური ენების გაკვეთილზე. მათაც შეუძლიათ ააწყონ  აფორიზმებისა და ანდაზების ლოტო. გეოგრაფიის გაკვეთილზე ქვეყნების დედაქალაქების ლოტო და ა.შ.
5
მიღწეული შედეგები
მოსწავლეებმა შეძლეს შესასწავლი საკითხის სიღრმისეულად შესწავლა. მარტივად დაისწავლეს აფორიზმებიც.
6
რესურსი არის:

·         ადვილად დასამზადებელი;
·         ხელმისაწვდომი;
·         უსაფრთხო;
·         არ არის ძვირი;
·         შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.














No comments:

Post a Comment